ლეგენდარული უკრაინული თვითმფრინავის – Mriya-ს აღდგენას, რომელიც რუსებმა გაანადგურეს, ორი წელი დასჭირდება. თუმცა, მისი მშენებლობის დაწყება მხოლოდ გამარჯვების შემდეგ იქნება შესაძლებელი, – ამბობს თვითმფრინავის ეკიპაჟის მეთაური დიმიტრი ანტონოვი.
ანტონოვის თვითმფრინავების ქარხანა, სადაც AN-225 Mriya შეიქმნა, მსოფლიოს უდიდესი სამგზავრო ხომალდის აღდგენისთვის თანხების შესაგროვებლად საქველმოქმედო ფონდს ქმნის.
ფონდში პირველი შენატანი 16 წლის ბიჭმა ბოგდანმა გააკეთა. ბოგდანი უნარშეზღუდულია სუმის რეგიონიდან.
მან Mriya პირველად YouTube-ზე ნახა. როგორც მისი დედა ჰყვება, როცა ბოგდანმა ლეგენდარული თვითმფრინავის განადგურების შესახებ გაიგო, რამდენიმე საათის განმავლობაში ტიროდა. ამის შემდეგ ბოგდანმა თვითმფრინავის აღსადგენად თანხის შეგროვება დაიწყო. ის ფულს მთელი წლის განმავლობაში აგროვებდა, შემდეგ ანტონოვს დაუკავშირდა და თანხა გადასცა.
დიმიტრი ანტონოვის თქმით, ბიჭის ასეთი ჟესტის შემდეგ, მან თვითმფრინავის აღდგენის ფონდის ჩამოყალიბება გადაწყვიტა.
„ახლა ომია, ამიტომ ვერ ავაშენებთ. ქაღალდზე შევქმენით პროექტი… და როცა ომი დასრულდება, დავიწყებთ. მშენებლობას შეიძლება, 2-3 წელი დასჭირდეს“, – ამბობს ანტონოვი.
AN-225 Mriya არის ყველაზე დიდი და ძლიერი სატრანსპორტო თვითმფრინავი მსოფლიოში. ის 2022 წლის 24 თებერვალს რუსული ჯარების თავდასხმის შედეგად განადგურდა.
წინასწარი გათვლებით, თვითმფრინავის აღსადგენად $3 მილიარდზე მეტია საჭირო.