19 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.27 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი დოლარის ღირებულება 2.5170 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი გამყარდა ევროსთან მიმართაც 1.15 თეთრით და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7536 ლარი გახდა.
0.56 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1284 ლარია.
თურქული ლირა 12.97 თეთრი ღირს.