24 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლარის მიმართ 0.04 თეთრით გამყარდა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5764 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან 3.63 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7665 ლარი გახდა.
2.36 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ (GBP). ერთი ფუნტი სტერლინგის ფასი 3.1453 ლარია.
თურქული ლირას კურსი 13.51 თეთრს შეადგენს.