დღევანდელი, 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8688 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 3.09 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0682 ლარი გახდა.
1.93 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6471 ლარია.
თურქული ლირა 8.78 თეთრი ღირს.