დღევანდელი, 2 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.83 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6814 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 2,00 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ევროს კურსი 2,8798 ლარს შეადგენს.
3.36 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3684 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 8.33 თეთრი ღირს.