დღევანდელი, 29 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.25 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6953 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0,49 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ევროს კურსი 2,9063 ლარს შეადგენს.
0.28 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4007 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 8.33 თეთრი ღირს.