19 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.30 თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5340 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროს მიმართ 0.06 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7352 ლარი შეადგინა.
0.50 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1510 ლარი გახდა.
თურქული ლირა 12.79 თეთრი ღირს.