დღევანდელი, 9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6949 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.73 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9752 ლარი გახდა.
2.39 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.5248 ლარი გახდა.
თურქული ლირა 7.91 თეთრი ღირს.