დღევანდელი, 3 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.10 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6906 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9699 ლარი გახდა.
0,27 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.5298 ლარი გახდა.
თურქული ლირა 7.92 თეთრი ღირს.