დღევანდელი, 13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0,11 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6745 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებით ლარი 0,71 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8815 ლარი შეადგინა.
ლარი 1,68 თეთრით გამყარდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3,3458 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.20 თეთრი ღირს.