12 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5261 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.11 თეთრით გაუფასურდა. ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7605 ლარს შეადგენს.
0.87 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1374 ლარია.
თურქული ლირა 13.10 თეთრი ღირს.