დღევანდელი, 11 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.24 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5870 ლარი გახდა.
1.06 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან და 1 ევროს კურსმა 2.8478 ლარი შეადგინა.
ლარი 3.16 თეთრით გაუფასურდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულება 3.3450 ლარს შეადგენს.
ერთი თურქული ლირა 9.91 თეთრი ღირს.