დღევანდელი, 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0,73 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6816 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებით ლარი 1,06 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9406 ლარი შეადგინა.
ლარი 3 თეთრით გაუფასურდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3,4290 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.23 თეთრი ღირს.