3 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ ლარის კურსი 0.24 თეთრით შეიცვალა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4887 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებაში 1.68 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7463 ლარს შეადგენს.
0.85 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1139 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა 12.78 თეთრი ღირს.