დღევანდელი, 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით მცირედით, 0.07 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6977 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.25 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, 1 ევროს ოფიციალური კურსი 2.8418 ლარს შეადგენს.
0.81 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ღირებულება 3.2791 ლარია.
1 თურქული ლირა 9.68 თეთრი ღირს.