6 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლარის მიმართ 0.45 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5375 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კურსთა შორის სხვაობამ 1.56 თეთრი შეადგინა. ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7661 ლარია.
0.71 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ, რომლის ღირებულება 3.1615 ლარი გახდა.
თურქული ლირა 13.17 თეთრი ღირს.