23 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი ძირითად ვალუტებთან მიმართებაში გაუფასურდა. აშშ დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.94 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5570 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებაში 0.97 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარია.
0.88 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ღირებულება 3.1674 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა 12.88 თეთრი ღირს.