18 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლარის მიმართ 0.37 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5310 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროს მიმართაც გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.88 თეთრი შეადგინა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7358 ლარს შეადგენს.
0.82 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1460 ლარია.
თურქული ლირა 12.79 თეთრი ღირს.