დღევანდელი, 1-ელი დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0,60 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7026 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებით ლარი 1,62 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9421 ლარი შეადგინა.
ლარი 0,97 თეთრით გამყარდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3,4164 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.35 თეთრი ღირს.