17 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 2.91 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5347 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კურსის ცვლილებამ 4.73 თეთრი შეადგინა. შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7446 ლარი გახდა.
5.93 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1542 ლარია.
თურქული ლირა 12.83 თეთრი ღირს.