დღევანდელი, 19 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6449 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.37 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8504 ლარს შეადგენს.
0,92 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ღირებულება 3,3365 ლარია.
1 თურქული ლირა 8,57 თეთრი ღირს.