16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლარის მიმართ 2,43 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5638 ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროს მიმართაც გაუფასურდა. კურსთა შორის სხვაობამ 3,08 თეთრი შეადგინა და ერთი ევროს ღირებულება 2.7925 ლარი გახდა.
ლარი 3.79 თეთრით გაუფასურდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ღირებულება 3,2135 ლარია.
ერთი თურქული ლირა 13,01 თეთრი ღირს.