დღევანდელი, 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.02 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6962 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.67 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, 1 ევროს ოფიციალური კურსი 2.8653 ლარს შეადგენს.
0.46 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ღირებულება 3.3172 ლარია.
1 თურქული ლირა 9.72 თეთრი ღირს.