დღევანდელი, 11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 1.67 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6960 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.93 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, 1 ევროს ოფიციალური კურსი 2.8586 ლარს შეადგენს.
2.59 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ღირებულება 3.3126 ლარია.
1 თურქული ლირა 9.72 თეთრი ღირს.