დღევანდელი, 29 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.31 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6268 ლარი შეადგინა.
ლარი ევროს მიმართ უმნიშვნელოდ, 0.02 თეთრით გამყარდა და1 ევროს ღირებულება 2.8398 ლარი გახდა.
0.33 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ოფიციალური კურსი 3.3098 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.88 თეთრი ღირს.