11 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 1.64 თეთრი შეადგინა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5458 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კურსთა შორის სხვაობამ 0.98 თეთრი შეადგინა და ერთი ევროს ღირებულება 2.7805 ლარია.
0.85 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1998 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა 13.01 თეთრი ღირს.