დღევანდელი, 7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.55 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7940 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.06 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9010 ლარს შეადგენს.
0.83 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4794 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 7.76 თეთრი ღირს.