დღევანდელი, 13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.64 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8448 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.04 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9842 ლარს შეადგენს.
3.98 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5961 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 8.14 თეთრი ღირს.