28 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.24 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.4967 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც. კურსთა შორის სხვაობამ 1.64 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7441 ლარი გახდა.
0.15 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1131 ლარია.
თურქული ლირა 12.83 თეთრი ღირს.