დღევანდელი, 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით, 0,03 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7300 ლარი შეადგენა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.52 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,0532 ლარი გახდა.
0.07 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.6544 ლარია.
თურქული ლირა 7,99 თეთრი ღირს.