დღევანდელი, 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით, 0,03 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7269 ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.51 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,0498 ლარი გახდა.
0.04 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.6461 ლარია.
თურქული ლირა 7,99 თეთრი ღირს.