დღევანდელი, 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0,28 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7249 ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.51 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,0290 ლარი გახდა.
0.06 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.6249 ლარია.
თურქული ლირა 7,98 თეთრი ღირს.