დღევანდელი, 6 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.37 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6935 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.06 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9925 ლარი გახდა.
0,14 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.5487 ლარი გახდა.
თურქული ლირა 7.92 თეთრი ღირს.