დღევანდელი, 2 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.15 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6896 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.51 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9758 ლარი გახდა.
1,22 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.5325 ლარი გახდა.
თურქული ლირა 7.91 თეთრი ღირს.