დღევანდელი, 8 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.21 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7068 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9566 ლარი გახდა.
0.52 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.4341 ლარი გახდა.
თურქული ლირა 8.08 თეთრი ღირს.