დღევანდელი, 31 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.67 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7147 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.75 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9406 ლარი გახდა.
1.46 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.4846 ლარი გახდა.
თურქული ლირა 8.19 თეთრი ღირს.