დღევანდელი, 21 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკული დოლარის მიმართ 0.44 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.6208 ლარი გახდა.
ლარი უმნიშვნელოდ, 0,02 თეთრით გაუფასურდა ევროს მიმართ და 1 ევროს ფასი 2,8622 ლარია.
ეროვნული ვალუტა 1.06 თეთრით გამყარდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ღირებულება 3,3287 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 11.12 თეთრი ღირს.