დღევანდელი, 28 ივნისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსთა შორის ცვლილებამ 2.26 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8101 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 2.28 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0082 ლარი შეადგინა.
3.03 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5539 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.54 თეთრი ღირს.