დღევანდელი, 27 ივნისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსთა შორის ცვლილებამ 1.06 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8327 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.59 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0310 ლარი შეადგინა.
1.09 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5842 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.61 თეთრი ღირს.