დღევანდელი, 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.64 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8625 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.43 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0680 ლარი გახდა.
0.26 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6311 ლარია.
თურქული ლირა 8.77 თეთრი ღირს.