დღევანდელი, 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.10 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6699 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.03 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8450 ლარი გახდა.
0.14 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3347 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.24 თეთრი ღირს.