29 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლარის მიმართ 0,53 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5823 ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროს მიმართაც გამყარდა. კურსთა შორის სხვაობამ 0,88 თეთრი შეადგინა და ერთი ევროს ღირებულება 2.7664 ლარი გახდა.
ლარი 1,04 თეთრით გამყარდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ, რომლის ღირებულება 3,1881 ლარია.
ერთი თურქული ლირა 12,86 თეთრი ღირს.