დღევანდელი, 11 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.09 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6720 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 3.75 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8663 ლარი გახდა.
4.52 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3, 3491 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.28 თეთრი ღირს.