დღევანდელი, 20 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.18 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6467 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.96 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8600 ლარს შეადგენს.
0,13 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ღირებულება 3,3378 ლარია.
1 თურქული ლირა 8,57 თეთრი ღირს.