დღევანდელი, 1-ელი თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.47 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6771 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.42 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8902 ლარს შეადგენს.
დღეს ლარის კურსი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ 1.51 თეთრით გამყარდა და მისი ფასი 3,3833 ლარია.
1 თურქული ლირა 8.82 თეთრი ღირს.