დღევანდელი, 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.09 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6818 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.36 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9044 ლარს შეადგენს.
დღეს ლარის კურსი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ 0.33 თეთრით გამყარდა და მისი ფასი 3,3984 ლარია.
1 თურქული ლირა 8.83 თეთრი ღირს.