29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 3.76 თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7794 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 4.41 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 2.9348 ლარი შეადგინა.
ლარის კურსი გირვანქა სტერლინგთან (GBP) 5,39 თეთრით გაუფასურდა და 3.5258 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 8.01 თეთრი ღირს.