დღევანდელი, 14 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.05 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8362 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.45 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9687 ლარს შეადგენს.
4.83 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5668 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 7.83 თეთრი ღირს.