დღევანდელი, 20 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.49 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7536 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.30 თეთრით გაუფასურდა. 1 ევროს ღირებულებამ 2.9940 ლარი შეადგინა.
0,68 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4982 ლარია.
თურქული ლირა 8.56 თეთრი ღირს.