დღევანდელი, 15 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.30 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6453 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.56 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8395 ლარს შეადგენს.
0,13 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ღირებულება 3,3199 ლარია.
1 თურქული ლირა 8,60 თეთრი ღირს.